15:53 - 13 Aug, 2026
|
2017-09-05 04:25:32, 2595 ნახვა
კომენტარი
დედა თამარი მეუფე დიმიტრიზე: ყოვლად მიუღებელია, მოძღვარმა არ ნახოს თავისი სულიერი შვილი
მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვრის, დედა თამარ გამრეკელის განცხადებით, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით მისთვის მიუღებელია. როგორც მან განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი ჰქონდა, რომ გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, მოსამართლე დაფიქრდებოდა. ამასთან, დედა თამარის განცხადებით, მეუფე დიმიტრი განაჩენის გამოცხადებას უნდა დასწრებოდა და მას მამა გიორგი მამალაძე მანამდეც უნდა ენახა. „ჩემთვის ყოვლად მიუღებელია მოძღვარმა არ ნახოს თავისი სულიერი შვილი. მეუფე დიმიტრი აქ უნდა ყოფილიყო აუცილებლად. აქამდეც უნდა ენახა“, - აღნიშნა დედა თამარმა. შეგახსენებთ, სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო - დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)