|
2017-09-05 04:01:29, 2202 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ თუ არა განაჩენს მხოლოდ მოტივის ნაწილში
გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა მკვლელობის მომზადების მოტივის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მათ განაჩენის სამოტივაციო ნაწილი ჩაბარდებათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა. „მოსამართლემ გააკეთა განმარტება, მან ჩათვალა, რომ მკვლელობა იგეგმებოდა შურისძიების მოტივით. რატომ გადააკვალიფიცირა ამ კუთხით, როდესაც სამოტივაციო ნაწილი ჩაგვბარდება, გავეცნობით, მივიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ მოტივის ნაწილში გავასაჩივრებთ თუ არა“, - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ცინაიდის საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის შურისძიებით მომზადებაში. სახელმწიფო ბრალდება კი დეკანოზს შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. იგი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონო შენახვაში. საბოლოო ჯამში, დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)