15:52 - 13 Aug, 2026
|
2017-09-05 03:51:36, 2195 ნახვა
კომენტარი
გიორგი ფანცულაია: მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ანგარებით გააუპატიურა ქართული მართლმსაჯულება
ე.წ. ციანიდის საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია. „მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ანგარებით გააუპატიურა ქართული მართლმსაჯულება“. მხოლოდ ასე შეაფასა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ გამოტანილი განაჩენი. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული არ დასწრებია. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მამალაძემ პროცესზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა და აღნიშნულის მიზეზი არ განუმარტავს. შეგახსენებთ, მოსამართლემ მუხლი გადააკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო 18/108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც მკვლელობის შურისძიებით მომზადებას გულისხმობს. იგი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონ შენახვაში. საბოლოო ჯამში მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღვეთა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)