|
2017-09-05 03:01:39, 2212 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს EBRD-ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან. გარდა ამისა, EBRD-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ინვესტორთა საბჭოს სხდომაში. აღნიშნული არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსადა საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად. რაც შეეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ის აღნიშნული საბჭოს მხარდამჭერია, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმია გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ EBRD საქართველოში საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, რომლის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპზე EBRD-ის დაფინანსება საქართველოში შეადგენს დაახლოებით 3 მილიარდ ევროს, საიდანაც დაახლოებით 91 პროცენტი შეადგენს კერძო სექტორში დაფინანსებას მხოლოდ 2016 წელს ბანკმა საქართველოში 250 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)