|
2017-09-04 12:21:34, 2239 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე თბილისში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მიზნით,GWP-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დედაქალაში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ განვითარების პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, წყალმომარაგება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს და მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის მოგვარება მერიის პირდაპირი საქმიანობა არ არის, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროცესში აქტიური ჩართულობაა საჭირო. „უახლოეს პერიოდში ვგეგმავ,GWP-ის ხელმძღვანელობას შევხვდე და მომდევნო წლების გეგმებსგაგაცნობთ, თუ რას აპირებს ეს კომპანია, რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება და რა თანხები დაიხარჯება“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემის სრულად გადაჭრას თბილისის ყველა უბანში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)