|
2017-09-04 07:17:12, 2510 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ექსპორტიორი კომპანიები „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სავაჭრო მისიებში მონაწილეობენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ორგანიზებით, 4-დან 8 სექტემბრის ჩათვლით საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე ქართული კომპანიები მიუნხენში, ბერლინში და ჰამბურგში გამართულ სავაჭრო მისიაში მიიღებენ მონაწილეობას. სავაჭრო მისიის ფარგლებში დაგეგმილია ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებისათვის ინდივიდუალური შეხვედრების (B2B) ორგანიზება გერმანულ ადგილობრივ კომპანიებთან და არსებულ ბიზნესწრეებთან, რაც საშუალებას მისცემს ქართველ ექსპორტიორებს წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია, დაამყარონ ბიზნეს კონტაქტები და მოიძიონ პოტენციური პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნულ ღონისძიებაზე 5 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას, კერძოდ: შპს „ელსელემა“, შპს „იმერი“, „მოდელების სახლი მატერია“, შპს „ევროტექსი“ და “ემ-ფი-თი“. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო მისიის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ - ექსპორტის მიმართულების წარმომადგენლები გააკეთებენ მოკლე პრეზენტაციას იმ მექანიზმების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)