|
2017-09-01 06:31:11, 2631 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ მომსახურების ახალი მოდელის მიხედვით მოწყობილი ფილიალი ბათუმში გახსნა
„საქართველოს ბანკმა“, მომსახურების ახალი მოდელის - „მეტი ურთიერთობის“ მიხედვით მოწყობილი ფილიალი ბათუმში გახსნა. მ. აბაშიძის 58-ში არსებული ბანკის მთავარი ფილიალის განახლება დასრულდა. ეს საქართველოს ბანკის ახალი მოდელის მიხედვით მოწყობილი რიგით მე-6 ფილიალია, მათ შორის 5 თბილისში ფუნქციონირებს. საქართველოს ბანკმა მომსახურების ახალი მოდელის, „მეტი ურთიერთობის“ დანერგვის შესახებ მაისში განაცხადა. ახალი მოდელის თანახმად, მომსახურება უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება, მომხმარებელი მომსახურებას 360° გრადუსით იღებს და მას არ უწევს სიარულში დროისა და ენერგიის ხარჯვა. მომხმარებელს ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკის ერთ თანამშრომელთან - ურთიერთობის მენეჯერთან შეუძლია. ახალი მოდელის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა მნიშვნელოვნად განაახლა ფილიალების ფორმატი, სადაც სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი - მომხმარებლების მომსახურება ხდება როგორც პრივატულ გარემოში, ასევე ე.წ. „co-working“ სივრცეში, სადაც მომხმარებელსა და ბანკის თანამშრომელს პროექტზე მუშაობა ერთობლივად შეუძლიათ. ახალი ტიპის ფილიალში საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხილვა ბანკში შესვლისას ყველას შეუძლია. უფრო კომფორტული გახდა თვითმომსახურების ზონაც, სადაც მეტი ბანკომატი და თვითმომსახურების ტერმინალია განთავსებული. შედეგად, ერთდროულად მეტ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სასურველი ოპერაციები.
®
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)