|
2017-08-27 01:56:11, 2001 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: არ დავიღლები, ვემსახურო თბილისსა და თბილისელებს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საარჩევნო შტაბის გახსნაზე თავდაპირველად, ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, ყველა ჯარისკაცს, პოლიციელს, ყველა მოქალაქეს, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვინც ჩართული იყო სტიქიასთან ბრძოლაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც პირველივე წუთებიდან ჩართული იყო ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებაში და ხელმძღვანელობდა საგანგებო შტაბს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთად დგომით, ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა კალაძემ. მერობის კანდიდატმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ასევე, თბილისელებსა და მმართველ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა. „თბილისის მერობის კანდიდატად ჩემი დასახელება ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს -იყო თბილისის მერი. სახელისუფლო გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერით, თბილისის გამოწვევებთან გამკლავებას შევძლებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, თბილისელებს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ეს გამოცხადებული ნდობა მაძლევს ძალას გადავლახო ნებისმიერი გამოწვევა, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა. კალაძის თქმით, მის გუნდს კარგად ესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს. ასევე, კარგად იცის, როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში ბევრი რამ გაკეთდა და დღესაც კეთდება, თუმცა საზოგადოება, თბილისი ვითარდება და საჭიროა, ბევრად უფრო მეტი გაკეთდეს. „ვიშრომებ თითოეულითბილისელისთვის, თითოეული თქვენგანისთვის. არ დავიღლები მუშაობით, არ დავიღლები ვემსახურო თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ თბილისი ჯანსაღ, სიმწვანით სავსე ქალაქად უნდა ვაქციოთ“, - განაცხადაკალაძემ. მერობის კანდიდატი ასევე დარწმუნებულია, რომ თბილისელები მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად აუცილებლად მივლენ. „თქვენი ჩართულობა, თქვენი პოზიცია გადამწყვეტია, რადგან ყოველი ჩვენგანის ვალია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ სიცოცხლით სავსე ქალაქის წინსვლაში. დღეიდან, ჩვენი საარჩევნო შტაბი გახსნილია, იმუშავებს მუდმივ რეჟიმში და მისი კარი ღია იქნება თითოეულითქვენგანისთვის“, - აღნიშნა მან. კალაძის განცხადებით, საარჩევნო შტაბები, მთელი ქალაქის მასშტაბით, უკვე ყველა რაიონში ფუნქციონირებს, დანიშნული არიან შტაბის ხელმძღვანელები და გუნდი მზადაა,საარჩევნო კამპანია დაიწყოს. რაც შეეხება მერობის კანდიდატის სამოქმედო გეგმებს, კალაძის თქმით, ის უახლოეს მომავალში, საზოგადოებას ხედვებსა და კონკრეტულ მიმართულებებს წარუდგენს, რაზეც ოთხი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)