|
2017-08-17 11:32:42, 2617 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ დაზღვევაში ავტომობილის დაზღვევის შეძენა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი
„თიბისი“ დაზღვევამ მომხმარებლისთვის ავტომობილის დაზღვევის ონლაინ პლატფორმა შექმნა, რომლის საშუალებითაც ავტომობილის დაზღვევა სახლიდან გაუსვლელად, 2 წუთშია შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ლინკზე online.tbcinsurance.ge შესვლა და რამდენიმე კითხვაზე პასუხი, რის შემდეგაც მომხმარებელი ონლაინ ახორციელებს გადახდას და იძენს ავტომობილის დაზღვევას. ავტომობილის დაზღვევის ონლაინ შეძენისას „თიბისი“ დაზღვევა თავის მომხმარებლებს ასაჩუქრებს. მათ, ვინც ონლაინ შეიძენს ავტომობილის დაზღვევას, საჩუქრად გადაეცემა 10,000 ლარამდე ლიმიტის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და 10,000 ლარამდე ლიმიტის მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა. ეს მათ დააზღვევს იმ ზარალისგან, რომელიც უკავშირდება ავტოავარიის შემთვხვაში მესამე პირის ავტომობილის დაზიანების ხარჯებს და მანქანაში მყოფი მგზავრების მკურნალობის ხარჯებს. ონლაინ შეძენის პროცედურა უმარტივესია, საჭიროა ავტომობილის დასახელებისა და ღირებულების მითითება, ავტომობილისა და მისი მფლობელის პირადი მონაცემების შეყვანა და ონლაინ გადახდა. შევსების პროცესში, კითხვების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს სულ მალე ექნება საშუალება ონალინ ჩატის საშუალებით დაუსვას კითხვები სადაზღვევო აგენტს და მიიღოს პასუხი ნებისმიერ კითხვაზე. „ბაზარზე შემოსვლისას ჩვენს მომხმარებელს დავპირდით, რომ ორინტირებული ვიქნებოდით თანამედროვე, მარტივი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაზე. ავტოდაზღვევის ონლაინ შეძენის პლატფორმაც ამ სტრატეგიიდან გამომდინარე შეიქმნა. ცოტა ხნის წინ ჩვენ შევქმენით ბი ბოტი, რომელიც ასევე სთავაზობს ჩვენს მომხმარებელს სამოგზაურო დაზღვევის შეძენას დისტანციურად, ჩატიდან გაუსვლელად. ამ სტრატეგიას მომავალშიც გავაგრძელებთ და ჩვენს მომხმარებლებს ინოვაციურ და ტექნოლოგიურად განვითარებულ სადაზღვევო პროდუქტებს შევთავაზებთ,"- განაცხადა თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით კიღურაძემ. მომავალში ავტოდაზღვევის გარდა, სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენაც ონლაინ იქნება შესაძლებელი. (R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)