|
2017-08-14 15:17:59, 2784 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია
„ბოლო ორი წელიწადი ჩვენი ურთიერთობებისთვის ძალიან ნაყოფიერი წლები იყო. 2017 წლის მაისში მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რაც იყო ალბათ ერთ-ერთი უდიდესი გადადგმული ნაბიჯი როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით. ის უდიდეს შესაძლებლობებს ხსნის ორივე მხარისათვის“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხად. საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე, რომლის დროსაც მისასალმებელი მოხსენება გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ჩინეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი.“მისი ინფორმაციით, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო ბრუნვით რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორია. კერძოდ, ჩინეთთან საქართველოს ბრუნვა 2016 წელს იყო 715 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 167 მილიონი დოლარი იყო ექსპორტი. „ჩვენ წელსაც გვაქვს კარგი ზრდა როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში. მთლიანად პირველ 6 თვეში ჩვენ გვქონდა 18 პროცენტიანი ზრდა, საიდანაც 34 პროცენტიანი ზრდა ექსპორტზე მოდის. თუმცა ეს არის რიცხვები და ამ რიცხვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ბიზნესს და სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარში მონაწილეობა მიიღო ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ლი იხუანმა. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)