12:38 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-12 14:53:32, 3176 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი პოროშენკოს: დაგავიწყდა ვინ ვარ? მე დიდი სახელი მაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს, - ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თუ უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეობას არ დაუბრუნებს, "მათ სეირს უჩვენებს".

"თუ უკრაინაში მიშვებენ - ეს ერთი ისტორიაა. თუ წინააღმდეგობებს შემიქმნიან - ეს უკვე მათი საქმე არ არის, რადგან მაქსიმუმს გავაკეთებ. მათ სეირს ვანახებ", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მან ყველაფერი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უკვე აცნობა.

"მივწერე პოროშენკოს - შენ ალბად დაგავიწყდა მე ვინ ვარ-თქო. ბევრი ენერგია მაქვს, ბევრი კავშირები და დიდი სახელი. ამ ყველაფერს გამოვიყენებ კონკრეტული მიზნების მისაღწევად თქვენი ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ  ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი ამჟამად უნგრეთში უმცროს ვაჟთან ნიკოლოზთან ერთად იმყოფება.

პარალელურად პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" უკრაინის საზღვარზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახვედრად ემზადება, რათა მისი უკრაინაში შესვლა უზრუნველყონ.

შეგახსენებთ, რომ  სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა  26  ივლისს დაკარგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics