12:38 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-12 13:22:36, 2288 ნახვა

კომენტარი
პრემიერი „დიდგორობაზე“: ეს ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას "დიდგორობა" მიულოცა და განაცხადა, რომ დღევანდელი დღე ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღეა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს დღე არის სიმბოლო ქვეყნის ერთიანობის და ძლიერების.

„მინდა ყველას მივულოცო „დიდგორობა“. ეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, ეს არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის ძლიერების. დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით პირველ რიგში, სიბრძნით და რა თქმა უნდა სიმამაცით. ჩვენ, ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი, ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და მინდა ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით, რა თქმა უნდა საქართველო იქნება ძლიერი. ჩვენ აღარ ვიმღერებთ ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო, ვიმღერებთ რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი“, - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics