|
2017-08-10 13:43:44, 2554 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ზურაბ ალავიძე: სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის გუბერნატორები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, გურიისა და რაჭა ლეჩხუმის გუბერნატორები თანამდებობებს პირადი განცხადებების საფუძველზე ტოვებენ. მისივე თქმით, ჩვეულებრივი დინამიური პროცესი მიმდინარეობს და ამაში გასაკვირი არაფერია. ალავიძის განმარტებით, ერთი გუბერნატორი სავრაუდოდ, კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას, მეორე კი ფინანსთა სამინისტროში გადავა: „როგორც მოგეხსენებათ, თვითონ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ახალი გუნდი მუშაობს. ერთი წელიც არ არის გასული. პროცესია. რამოდენიმე გუბერნატორის შეცვლა მოხდა. ისინი სხვადასხვა სამსახურებში გადავიდნენ. მუშაობას აგრძელებენ და სამსახურის გარეშე არავინ დარჩენილა. ახლა იცვლება კიდევ ორი გუბერნატორი. ისინიც სამსახურებში გადადიან, ისეთი, რომლებიც მათთვის კომფორტულია და აგრძელებენ სამუშაოებს. ერთი კერძო სექტორში გადადის თუ არ ვცდები, მეორე გუბერნატორი ფინანსთა სამინისტროში აგრძელებს მუშაობას. დინამიური პროცესია და ცვლილებები ხდება. ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება ახალ გუბერნატორებს, შევარჩევთ ახალ გუბერნატორებს, კარგ გუბერნატორებს, რომლებიც იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც გვაქვს გაუმკლავდებიან. სივრცით მოწყობაზე რომ ვსაუბრობთ, გულისხმობს ძირითადად რეგიონების განვითარებას. რეგიონებში ვაკეთებთ ყველა ამ პროექტებს, გუბერნატორები არიან მთავრობის წარმომადგენლები რეგიონებში და აქედან გამომდინარე, ისინი ძალიან აქტიურად იქნებიან ამ პროცესებში ჩართული. დინამიური პროცესია, ახალი და გასაკვირი არაფერი ხდება“,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. ალავიძის თქმითვე, თუ თავისი სურვილით არ წავლენ თანამდებობიდან, გუბერნატორების შეცვლა არ იგეგმება: „ამ ეტაპზე სხვა არაფერი განსაკუთრებული არ იგეგმება, თავისი ნებით თუ ვინმე არ წავა, არაფერი იგეგმება. ეს ადამიანებიც საკუთარი განცხადებებით გადავიდნენ. ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან. სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის გუბერნატორები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას“,-აღნიშნა ალავიძემ.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)