|
2017-08-09 18:46:18, 2289 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს, გამოთავისუფლებული რესურსი კი, შესაბამისი უწყებების გაძლიერებას მოხმარდეს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა. „გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მომსწრე, თუ რამდენად უმოქმედოა ხელისუფლება კრიზისულ ვითარებებში. რომ არა მეხანძრეების თავდადებული მუშაობა, ხანძრის შედეგი შესაძლოა გაცილებით მძიმე ყოფილიყო. და ეს იმ დროს, როდესაც მთავრობაში უკვე სამი წელია კრიზისების მართვის საბჭო ფუნქციონირებს. თუმცა, რას ემსახურება ეს უწყება დღემდე გაურკვეველია. კრიზისების მართვის საბჭო რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარს წარმოადგენს, რომლის შენახვაც ბიუჯეტს ყოველწლიურად 3 მილიონ- ნახევარი უჯდება და აქედან 2 მილონ-ნახევარი მხოლოდ სახელფასო ფონდია. იქ დასაქმებული 78 ადამიანის საშუალო ხელფასი კი უპრეცედენტოდ მაღალი - 2600 ლარია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამ უწყებამ 20 მილიონზე მეტი მიიღო. ეს უწყება რომ არაქმედითუნარიანია ჯერ კიდევ 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩნდა. გუშინ კი საერთოდ არ ჩართულა მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში. ამიტომ, უმოქმედო საბჭო უნდა გაუქმდეს, გამოთავისუფლებული რესურსები კი შესაბამისი უწყებების ტექნიკურ აღჭურვასა და გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. რაც შეეხება მაკოორდინირებელ ფუნქციას, რომელიც დღეს კრიზისების მართვის საბჭოს ფორმალურად აკისრია, ეს მთავრობის პირდაპირი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)