|
2017-08-08 14:21:45, 2514 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: გული მტკივა, რომ ჩემმა ასეთი ფორმულირებით გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოების მღელვარება გამოიწვია
„გული მტკივა იმაზე, რომ ჩემმა ასეთი ფორმულირებით გაცემულმა პასუხმა გარკვეული მღელვარება გამოწვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში“,-ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. სერგეენკოს თქმით, მას სჯერა, რომ უახლოეს დღეებში საშუალება მიეცემა მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დეტალური განმარტება გააკეთოს. „ოკუპაციასთან დაკავშირებით პირველ რიგში მინდა მართლაც ქედი მოვიხარო იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს მართლაც ტრაგიკული დღეა. რაც შეეხება, ჩემს რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას, გული მტკივა იმაზე, რომ ჩემმა ასეთი ფორმულირებით გაცემულმა პასუხმა გარკვეული მღელვარება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. ნამდვილად ვწუხვარ ამაზე და მჯერა, რომ უახლოეს დღეებში მომეცემა საშუალება დეტალური განმარტება გავაკეთო. რა თქმა უნდა არ მქონია იმის თქმა აზრად, რომ ოკუპაცია არ არსებობს საქართველოში. ოკუპაცია დაიწყო ბოლო პერიოდში 90-იანი წლების დასაწყისიდან და რამდენიმე დამანგრეველი ტალღა იყო და დღესაც უდიდესი პრობლემაა. მე გულწრფელად მჯერა, რომ ამ ფრაზის შინაარსის განმარტებას შევძლევ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გულწრფელად ვწუხვარ იმაზე, რომ ასეთი ფორმულირებით, ალბათ სჯობდა, რომ სხვანაირად გამეკეთებინა განცხადება. რა შინაარსისაც უნდა იყოს ოკუპაცია, მცოცავი, პროგრესული, ეტაპობრივად ეს არის დამანგრეველი. საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული, ამას შეეწირა ასეულობით ადამიანი და ასეულობით ათასი გადაიქცა დევნილად. რა თქმა უნდა ეს არის ოკუპაცია“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, დავით სერგეენკომ გასუ კვირას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის - ეს არის იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)