|
2017-08-02 23:43:36, 2678 ნახვა
სამართალი
კახეთის გზატკეცილზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო
კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „შარავანდის“ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „შარავანდის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. „შეტყობინება ხანძრის თაობაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დღეს, 20:07 საათზე შევიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 3 წუთში, 20:10 საათზე მივიდნენ. ძლიერი ხანძრის გამო საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების მობილიზება. ცეცხლის ქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. პირველივე წუთებში, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერის ახლოს მდებარე შენობიდან კომპანიის 10-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)