18:16 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-21 15:49:59, 371 ნახვა

საზოგადოება
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

54 წლის ასაკში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა.

გიორგი ნემსაძე დაიბადა 1972 წლის 10 მაისს თბილისში. კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა როგორც ქართულ, ისე წამყვან უცხოურ კლუბებში: 

თბილისის „დინამო“ (საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი), ლანჩხუთის „გურია“, თბილისის „შევარდენი“, გერმანული „ჰომბურგი“, თურქული „ტრაბზონსფორი“, შვეიცარიული „გრასჰოფერი“, იტალიური „რეჯანა“ და შოტლანდიური „დანდი“.   1992–2004 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი. მათგან 42 შეხვედრაში გუნდს მოედანზე კაპიტნის სამკლაურით უძღვებოდა. 

წვრთნიდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს (სადაც ხვიჩა კვარაცხელიას თაობას ზრდიდა), გორის „დილას“ და თბილისის „დინამოს“.

 სხვადასხვა დროს იყო თბილისის საკრებულოს დეპუტატი (2006–2010) და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი (2021–2022).





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics