|
2017-08-02 18:50:57, 2328 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: 2017 წლის პირველ კვარტალშიც, მშენებლობა ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო
ეროვნული ბანკის 2017 წლის აგვისტოს თვის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, 2017 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზრდაში უდიდესი წვლილი, 3.1 პროცენტული პუნქტი მომსახურებაზე მოდიოდა: „ ინდუსტრიული დარგების წვლილი 2.2 პროცენტული პუნქტი, ხოლო სოფლის მეურნეობის წვლილი უარყოფითი იყო და -0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მომსახურებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტის 5.2 პროცენტიანი ზრდა იყო, რითაც მისი წვლილი საერთო ზრდაში 0.4 პ.პ-ით განისაზღვრა. სახმელეთო და სარკინიგზო ტრანსპორტის შემცირების საპირისპიროდ, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მილსადენებით ტრანსპორტირებაში და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობაში, რამაც საერთო ჯამში განაპირობა ტრანსპორტის სექტორის ზრდა. მნიშვნელოვნად, 11.5 პროცენტით, გაიზარდა კავშირგაბმულობა. ტრადიციულად მაღალი იყო საფინანსო სექტორის ზრდა (6.8 პროცენტი). კომერციულ ბანკების მიერ უძრავი ქონების შესაძენად გაცემული სესხების მოცულობების მატების და ინტენსიური ბინათმშენებლობის პირობებში მაღალი ზრდა (6.3 პროცენტი) შენარჩუნდა უძრავი ქონებით ოპერაციებში. 7.9 პროცენტით გაიზარდა სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სადაც მნიშვნელოვანი წილი აზარტული თამაშების კომპანიებზე მოდის. 5.6 პროცენტით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი დარგის წვლილმა საერთო ზრდაში 0.3 პ.პ შეადგინა. მომსახურების დარგების მაღალი მატების ფონზე მხოლოდ 0.9 პროცენტით გაიზარდა, ყველაზე მსხვილი დარგი, ვაჭრობა“,-ნათქვამია ანგარიშში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინდუსტრიული დარგებიდან კვლავ გამოირჩეოდა მშენებლობა. „ისევე როგორც წინა წლებში, 2017 წლის პირველ კვარტალშიც, მშენებლობა ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო. საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური გაზსა¬ დენის მშენებლობის გარდა მაღალი ინტენსივობა აღინიშნება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და კერძო სექტორის მშენებლობაში. საერთო ჯამში მშენებლობის ზრდამ 21.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისმა წვლილმა ზრდაში ყველაზე მეტი, 1.4 პ.პ. საგრძნობლად გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის გამოშვება. ეს მეტწილად საგარეო მოთხოვნის მატების ხარჯზე მოხდა. ყველაზე გამოსარჩევი აქედან მეტალურგიული პროდუქციისა და ფოლადის ნაკეთობებისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაა, რომელთა წლიურმა ზრდამ ნომინალურ გამოხატულებაში შესაბამისად 91 და 55 პროცენტი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მეცხოველეობაში ნომინალურად 33 პროცენტიანი მატება აღინიშნა, მემცენარეობის სხვადასხვა მიმართულებების კლებამ გადაწონა და საბოლოოდ სოფლის მეურნეობა პირველ კვარტალში 1.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითმა წვლილმა საერთო ზრდაში -0.1 პ.პ შეადგინა“,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის 2017 წლის მონეტრული პოლიტიკის ანგარიშში. "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზი და სხვა ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები. გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=349
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)