11:24 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 12:18:05, 2373 ნახვა

ეკონომიკა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური IFIAR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს აუდიტის დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ფორუმის (IFIAR) სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭა, რაც იძლევა გადაწყვეტილებების მიღებისას ხმის და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის უფლებებს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აუდიტის დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ფორუმი 2006 წლის 15 სექტემბერს დაარსდა 18 იურისდიქციიდან წარმოდგენილი აუდიტის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს მიერ. 

მათივე ინფორმაციით, დაარსების დღიდან, IFIAR-ის წევრთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება და დღეისათვის იგი 52 იურისდიქციის ფარგლებში არსებულ საზედამხედველო ორგანოს აერთიანებს.

IFIAR-ი ორიენტირებულია შემდეგ საქმიანობებზე:  აუდიტის საბაზრო გარემოსა და აუდიტის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება აუდიტორებსა და აუდიტორულ ფირმებზე აქცენტირებით, თანამშრომლობისა და თანამიმდევრულობის ხელშეწყობა საზედამხედველო საქმიანობაში, აუდიტის ხარისხით დაინტერესებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგის გასამართად პლატფორმის უზრუნველყოფა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ IFIAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე:  www.ifiar.org

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics