|
2017-08-02 11:34:02, 2421 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ყოლბაია: მაიკ პენსის გზავნილი კრემლის მისამართით შთამბეჭდავი მესიჯია ყველასთვის, ვინც რუსეთის ზეწოლას განიცდის
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს აფასებს. მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია. „აშშ-ის პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია. განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი ცხოვრებისა და სამშვიდობო მოლაპარაკების არეალს. მაიკ პენსის მიერ ევროპული ტურნეს ფარგლებში კრემლის მისამართით გამოთქმული ხმამაღალი გზავნილი-„რუსეთი განაგრძობს ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და სუვერენული ერების დემოკრატიის დარღვევის მცდელობებს“,- შთამბეჭდავი მესიჯია ყველასთვის, ვინც გამუდმებით განიცდის რუსეთის ზეწოლას. ყოვლისმომცველი იყო სიტყვები იმის შესახებ, რომ ამერიკა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მიზნით ახალი გზების მოძიების. პროცესს განაგრძობს, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გზავნილს კი ხაზგასმით გვიზიარებს - „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული“. აფხაზეთის მთავრობისა და მთელი დევნილი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სიტყვები - „დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს“. გულგრილად შეუძლებელია მოისმინო მაიკ პენსის გულითადი სიტყვები საქართველოს მისამართით: „გარწმუნებთ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ არცერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი. პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია. ძალა ერთობაშია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და საქართველო“ - როდესაც ამას მთელი მსოფლიოს გასაგონად, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი აცხადებს, მერწმუნეთ, ჩვეულებრივად ვერ აღიქვამ. ამას უკვე სხვა მნიშვნელობა ენიჭება, რაც ხვალინდელ იმედს და ჩვენს მომავალს უკავშირდება. ამავე დროს, ეს არის პასუხი კრემლის იმ ქმედებაზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
(NS)
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)