|
2017-08-01 12:05:37, 2396 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი მაიკ პენსს: თქვენი დახმარების შედეგად საქართველო აღარაა არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა
„თქვენი დახმარების შედეგად საქართველო აღარაა არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა, დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული, ევროპული დემოკრატია“,-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე -პრეზიდენტს მაიკ პენსს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივ პრესკონფერნციაზე. პრემიერ-მინისტრმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ნატოში ინტეგრაციასა და ამერიკის მხარდაჭერაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართულ-ამერიკულ დიპლომატიურ ურთიერთობებს 25 წელი შეუსრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში დიდია ამერიკის როლი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების და ასევე ნატოში ინტეგრაციის გზაზე. „დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძირითად სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, არამედ ამ მოკლე პერიოდში შეძენილ საქართველოს დი მეგობარს , ბატონ მაიკ პენსს და მოხარული ვართ, რომ იგი ჩამობრძანდა მეუღლესთან ერთად. მიუნხენში ჩვენი მოკლე გაცნობითი შეხვედრის შემდეგ პატივი მქონდა ვიცე პრეზიდენტის მიწვევით გამემართა შეხვედრები ვაშინგტონში, დღეს კი თბილისში გავაგრძელეთ დიალოგი. თქვენი სტუმრობა ბატონო ვიცე პრეზიდენტო ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში ადასტურებს პრეზიდენტ ტრამპის და თქვენ დიდ სურვილს გააღრმავოთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა. რისთვისაც მე დიდ მადლობას გიხდით. წელს 25 წელი შესრულდა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტის განმტკიცების და ნატოში გაწევრიანების გზაზე იყო და არის უმნიშვნელოვანესი. თქვენი დახმარების შედეგად საქართველო დღეს აღარაა არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა“,-განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველო დღეს ამაყად დგას ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე. „დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული, ევროპული დემოკრატია, ასევე ჩვენ ამაყად ვდგავართ ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს რეგიონული სტაბილურობის პროცესში. ქართველი ხალხი დიდად აფასებს ამერიკელი ხალხის მეგობრობას, გვერდით დგომას და მტკიცე მხარდაჭერას. ბატონო ვიცე პრეზიდენტო ჩვენ დღეს ვისაუბრეთ კიდევ უფრო მეტ სიღრმეებზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის. პირველ რიგში მინდა გამოვყო და მივესალმო ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. თქვენი შეხვედრა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების მონაწილე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების, ისე ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართ. წელს ჩვენ შევათანხმეთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის და რეგიონის სტაბილურობისა და მდგრადობისთვის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)