|
2017-08-01 10:50:12, 2372 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: მაიკ პენსის მესიჯი იყო აბსოლუტურად მკაფიო, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
„ვიცე-პრეზიდენტის მესიჯი იყო აბსოლუტურად მკაფიო, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერას“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საუბრის ძირითადი თემა უკავშირდებოდა საქართველოს მომავალს, მის უსაფრთხოებას, ნატოში ინტეგრაციას და შიდა დემოკრატიულ საკითხებს. „ჩვენი საუბრის დასაწყისის და ძირითადი თემა უკავშირდებოდა საქართველოს მომავალს, მის უსაფრთხოებას და ამ კონტექსტში ვიცე-პრეზიდენტის მესიჯი იყო აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერას და აგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას. ჩვენთვის ეს არის ურთიერთდაკავშირებული საკითხები. იმიტომ რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის გადამწყვეტი ჩვენი მომავალი გამთლიანების პერსპექტივისთვის, ხოლო ნატოში გაწევრიანებას ჩვენ განვიხილავთ ზუსტად იმ ნაბიჯს, რომელიც გრძელვადიანად დაიცავს საქართველოს. ამიტომ ამ თვალსაზრისით ვიცე პრეზიდენტის მარშრუტიც კი სიმბოლური იყო. ის აქ ჩამოვიდა ესტონეთიდან. ქვეყნიდან, რომელიც ასევე იდგა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე და რომელიც დღეს არის წარმატებული ქვეყანა, მხოლოდ იმიტომ რომ ნატოში გაწევრიანებამ შეუქმნა მას უსაფრთხოების და განვითარების გარანტია. აქედან მიდის მონტენეგროში ქვეყანაში, სადაც რამდენიმე თვის წინ რუსეთის ხელშეწყობით და მონაწილეობით იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება“,-განუცხადა „რუსთავი 2“-ს ბაქრაძემ. „ამიტომ ამ თავლსაზრისით ძალიან მნიშნელოვანია ქვეყნისთვის, რომ აბსოლუტურად მკაფიო იყო ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რომ ის გააგრძელებს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას და გააგრძელებს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას და დეოკუპაციიის მხარდაჭერას“,-დასძინა ბაქრაძემ. მისივე თქმით, ვიცე-პრეზიდენტთან საუბრის დიდი ნაწილი ასევე შეეხო შიდა დემოკრატიას. ბაქრაძის განცხადებით, შტატები საქართველოს გვერდით დაუდგება, მაშინ როდესაც ის იქნება წარმატებული და დემოკრატიული. „ საუბრის დიდი ნაწილი ეხებოდა შიდა დემოკრატიას, ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, შიდა დემოკრატია ეს არ არის საქართველოს შიდა საკითხი. იმიტომ რომ დემოკრატია ეს გახლავთ საუკეთესო რეცეპტი საქართველოს წარმატებისთვის, საქართველო შევა ნატოში და გახდება ნატოს წევრი, მაშინ როდესაც ის იქნება დემოკრატიული. საქართველოს გვერდით დაუდგება აშშ მაშინ როდესაც ის იქნება დემოკრატიული. საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა მაშინ როდესაც ის იქნება დემოკრატიული. ამიტომ ყველა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ქართული დემოკრატიის პრობლემას, მათ შორის სიტყვის თავისუფლება, სასამართლოს, დევნა, ძალადობა, არაფორმალური მმართველობა, მთელი ჩამონათვალი საკითხების ეხება არა მხოლოდ შიდა ქართულ პოლიტიკას, არამედ პირდაპირ ეხება ჩვენს მომავალ პერსპექტივას“,-აღნიშნა ბაქრაძემ.
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)