|
2017-07-27 16:19:18, 2195 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილი პრობაციის ევროპული კონფედერაციის დელეგაციას შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ, პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) პრეზიდენტს ჯერი მაკნელისა და გენერალურ მდივანს ვილემ ვან დერ ბრუგეს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კახა კახიშვილმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში 2012 წლის შემდეგ გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და გეგმების შესახებ. მინისტრმა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და პენიტენციური სისტემის სარეჟიმო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, ყურადღება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროექტებსა და არასაპატიმრო სასჯელების დანერგვაზე გაამახვილა. მისი თქმით, გატარებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმართა რაოდენობა, 24 000-დან 9 350-მდე. მან იმედი გამოთქვა, რომ პატიმრობის ალტერნატიული სასჯელის გამოყენების გაფართოება მსჯავრდებულთა რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. ამ კუთხით, მინისტრმა შინაპატიმრობის დანერგვის საკითხს გაუსვა ხაზი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. აქამდე, მისი გამოყენება მხოლოდ არასრულწლოვანთათვის ხდებოდა. მინისტრმა განმარტა, რომ თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით შეცვლა, ასევე, შესაძლებელი იქნება სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ. გარდა ამისა, კახა კახიშვილის თქმით, ამ მიმართულებით არაერთი სიახლის შემოღებაა დაგეგმილი, მათ შორის მთავრობა მუშაობს შინაპატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახის დანერგვაზე, რაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა რაოდენობას შეამცირებს. CEP-ის პრეზიდენტის ჯერი მაკნელის განცხადებით, საქართველო რეგიონში პრობაციის ევროპული ქსელის მნიშვნელოვანი და მთავარი პარტნიორია. მან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების დანერგვის მნიშვნელობა და დადებითი მხარეები. მისი თქმით, საქართველომ ძალიან მოკლე დროში განავითარა პროფესიონალური და მაღალი სტანდარტის პრობაციის სისტემა. პრობაციის ევროპული კონფედერაცია და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობენ. ამასთან, CEP-ის საერთაშორისო კონფერენცია 2019 წელს საქართველოში ჩატარდება. სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლიაც ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, პრობაციის ევროპული კონფედერაციის დელეგაციამ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებული სოციალური საწარმო და ქვემო ქართლის პრობაციის ახალი კონცეფციის ბიურო დაათვალიერა. ასევე, სტუმრები ადგილზე გაეცნენ მონიტორინგის ცენტის მუშაობას, საიდანაც ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინაპატიმრობა აღსრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)