|
2017-07-27 15:57:42, 2422 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: მაიკ პენსის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი, საგარეო ურთიერთობები და რუსული აგრესია იყო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მაიკ პენსის ვიზიტი ნათლად აჩვენებს ამერიკის ინტერესს და მხარდაჭერას ქართველი ერისა და სახელმწიფოსადმი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აშშ-ის კონგრესმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციები, ისევე როგორც კანონმდებლობა, რომელიც აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, ასევე მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ განვითარებას. "ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მოხარულები ვართ, რომ წლის დასაწყისიდანვე გვქონდა აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების დელეგაციათა მნიშვნელოვანი ვიზიტები და, რა თქმა უნდა, საქართველოში ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა, რომელიც აჩვენებს ჩვენს თანამშრომლობასა და მხარდაჭერას, ასევე ადასტურებს, რომ ქართველი სამხედროები ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან ერთად დგანან არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებში, არამედ ქართულ მიწაზეც. წვრთნები, აღჭურვა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება აშშ-ის დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური ნაწილია. ვფიქრობ, რომ გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ის თანამშრომლობა და ერთიანობა, რომელიც საქართველო-ამერიკას შორისაა. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს შემდგომი განვითარების, დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილია და მჯერა, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს ევროკავშირის, ნატოსა და ინტეგრაციის პროცესების მიმართულებით გადადგმული მტკიცე ნაბიჯები, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნება კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით, რომელსაც საქართველო უახლოეს მომავალში გააცხადებს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. ჟურნალისტები ამერიკა-საქართველოს და რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებით, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობით, რეგიონში უსაფრთხოების გარემოთი, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოქალაქეობის საკითხით დაინტერესდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ: BBC -ის, Reuters-ის, Associated France Press-ის (AFP), Anadolu Agency-ის, Al Jazeera-ს, ამერიკის ხმის, რადიო თავისუფლების, RTVi-ს, Starvision-ის წარმომადგენლები.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)