00:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 11:33:07, 2426 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ძალიან მნიშვნელოვანია

„სამხედრო სწავლება - „ღირსეული პარტნიორი“ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღეში სამხედრო სწავლება- „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყება, რომელშიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ.

 „ვფიქრობთ, რომ ეს სწავლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის. აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თუ არ ვცდები, უკვე მესამედ იმართება ასეთი ტიპის სწავლება და ესეც ნამდვილად მისასალმებელია. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა ძალიან მაღალია. ასევე ვფიქრობთ, რომ ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი, რომელშიც 4 ძირითადი მიმართულებაა არჩეული - უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობა, დემოკრატიის განვითარება და ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობის მიმართულება, საკმაოდ დინამიურად ვითარდება.   ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაიკ პენსის ვიზიტი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია ამ ორმხრივი ურთიერთობების ბიძგის მისაცემად. არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იგეგმება ამ ვიზიტის დროს და მინდა გამოვთქვა, ძალიან დიდი კმაყოფილება, რომ ეს ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღეში შედგება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის,   აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში 31 ივლისს და 1-ელ აგვისტოს შედგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics