|
2017-07-26 15:13:01, 2256 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა „თიბისი ბანკი“ 6 ნომინაციაში საუკეთესო ბანკად დაასახელა
საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი მსოფლიოში საუკეთესო ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების რეიტინგები გამოაქვეყნდა (2017 World's Best Digital Bank Award). თიბისი ბანკმა მოიპოვა საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის წოდება, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ბიზნეს მომხმარებლებისთვის. ამასთან, საუკეთესო ონლაინ ბანკის წოდება თიბისი ბანკმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის 4 კატეგორიაში მოიპოვა. თიბისი ბანკი უკვე ზედიზედ მეექვსე წელია იღებს პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოებს Global Finance -სგან. თიბისი ბანკმა აიღო ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში: 1. საუკეთესო ინტეგრირებული ონლაინ მომსახურება ფიზიკური პირებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; 2. საუკეთესო საბანკო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; 3. საუკეთესო ინტეგრირებული ონლაინ მომსახურება ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; 4. საუკეთესო ბანკი სოციალურ მედიაში ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; საერთაშორისო კონკურსი, რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინოს საუკეთესო ბანკები სხვადასხვა ნომინაციაში, ყოველწლიურად ტარდება. კონკურსი 2 ნაწილისგან შედგება, პირველ ეტაპზე ვლინდება ქვეყანაში და რეგიონში საუკეთესო ბანკები, ხოლო მეორე ეტაპზე მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოები. გამარჯვებული ბანკები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა, მათ შორის, მომხმარებლის მოზიდვისა და სერვისის სტრატეგია ციფრულ საბანკო მომსახურებაში, ონლაინ კლიენტების ზრდა, შეთავაზებული პროდუქტების ფართო არჩევანი, ვებგვერდის და მობილური აპლიკაციის დიზაინი და ფუნქციონალი. „ჩვენ ციფრული საბანკო მომსახურების ეპოქაში ვცხოვრობთ. 2017 წლის გამარჯვებული ბანკები ნათლად წარმოაჩენენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მუდმივ ინოვაციებს პროდუქტებში, სისტემებსა და სერვისებში. კორპორაციული კლიენტები თუ ფიზიკური პირები ბანკებისგან ახალ, გარდამტეხ ცვლილებებს ელოდებიან და წლევანდელი გამარჯვებულები მუდმივად პასუხობენ მომხმარებლის მოლოდინებს", - განაცხადა ჯოზეფ დ. გარაპუტომ, "Global Finance"-ის გამომცემელმა და დირექტორმა. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, „თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ციფრული სერვისები და ამ მიმართულებით მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურება. ჩვენი სტრატეგიული მიზანია გავხდეთ საუკეთესო ციფრული კომპანია საქართველოსა და რეგიონში და ამისთვის მრავალ საინტერესო და ინოვაციურ პროექტს ვახორციელებთ." 2012 წლიდან დღემდე თიბისი ბანკს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული Global Finance -სგან სხვადასხვა ნომინაციაში. World's Best Digital Bank Award-ის წლევანდელ გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი ბანკები როგორიცაა, Citi, SEB Bank, mBank, Raiffeisen bank, UniCredit, Sberbank და სხვ.
(R)
უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა სამარაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ჩებოქსარში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)