|
2017-07-19 21:39:43, 2875 ნახვა
სამართალი
„უფრო მეტი კითხვა ალბათ ემზარ კვიციანს ეკუთვნის, ვიდრე მე“ - ვანო ჯავახიშვილის გამოკითხვა დასრულდა
„რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანი ვანო ჯავახიშვილი, მის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, ემზარ კვიციანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, სამართალდამცველებმა გამოკითხეს. ჯავახიშვილმა დიღმის პოლიციის სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლებს მარტივი კითხვები ჰქონდათ. „გამომძიებლებს ძალიან მარტივი კითხვები ჰქონდათ, მუქარასთან დაკავშირებით, თუ ყოფილა ოდესმე ზარები და ასე შემდეგ. მსგავსი ფაქტები ჩემს არ დაფიქსირებულა. მსუბუქად ჩაიარა დაკითხვამ, ძალიან ზრდილობიანად გვესაუბრნენ. ცოტა ხანში ალბათ იგეგმება ემზარ კვიციანის დაკითხვაც. უფრო მეტი კითხვა ალბათ ემზარს ეკუთვნის, ვიდრე მე“, - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა. ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის თქმით, გამომძიებლებს აინტერესებდათ, ხომ არ განხორციელებულა რაიმე სახის კონტაქტი და მუქარა ვანო ჯავახიშვილთან. „რეალურად გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული. ეს გამოჩნდება ალბათ მას შემდეგ, რაც ემზარ კვიციანი იქნება გამოძახებული ან მას გაესაუბრებიან პოლიციის თანამშრომლები და გადაამოწმებენ, თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობდა ის, როდესაც ვანო ჯავახიშვილის მოსალოდნელ მკვლელობას ახსენებდა", - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)