|
2017-07-18 18:56:55, 2683 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ელჩებთან არაღიარებისა და ანტიანექსიური პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ამბასადორიალი - 2017"-ის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე - დეოკუპაციისა და ანტიანექსიურ პოლიტიკაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო არენაზე საქართველოს გეოპოლიტიკური როლის კიდევ უფრო აქტიურად წარმოჩენაზე და ასევე საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. „შევეხეთ ცალკეულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების საკითხებს და რეგიონულ პოლიტიკას. დიდი დრო დაეთმო უსაფრთხოებასა და რუსეთის ფედერაციას. ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ უაღრესად მტკიცე ნაბიჯები გადადგა არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით და ჩვენ მართლაც გვაქვს ძალიან სერიოზული წარმატება. არაღიარების პოლიტიკაში ჩვენს წარმატებას ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხობს უაღრესად საშიში ნაბიჯებით, რაც გამოიხატება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებში და ასევე მცოცავ ოკუპაციაში. საუბარი იყო სწორედ იმაზე, როგორ უნდა შეჩერდეს ეს ნაბიჯები, როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება, რომ ხორციელდებოდეს რეაქცია არამხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე, არამედ ზოგადად რომ დაფიქსირდეს მსგავსი ტიპის პოლიტიკის მიუღებლობა", - განაცხადა პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)