|
2017-07-18 11:59:41, 2487 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ პირისპირ შეხვედრა გამართეს
საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრა გამართეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაცით, გიორგი მარგველაშვილი მიესალმება საქართველო - უკრაინის ურთიერთობების განვითარებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამ თვალსაზრისით პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს, რომელიც საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ემთხვევა. „მადლობას გიხდით ამ ისტორიულ ვიზიტში მონაწილეობისთვის. ჩვენს ერებს ძლიერი კავშირები აერთიანებს და მჯერა, რომ თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ამ კავშირებს. მადლობას გიხდით საქართველოს სტუმრობისთვის და ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომლებსაც თქვენი ვიზიტის ფარგლებში მივიღებთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას. პეტრო პოროშენკომ საქართველოს პრეზიდენტს მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას გიხდით დაპატიჟებისთვის და სტუმართ-მასპინძლობისთვის. გუშინ, ჩამოსვლის პირველივე წუთიდან გარშემორტყმული ვარ მეგობრებით და ვიმყოფები ძალიან მეგობრულ გარემოცვაში. ჩვენი ქვეყნები იბრძვიან დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ორივე რუსეთის აგრესიის ობიექტია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას კმაყოფილება გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე განახლდება, რომელიც საქართველო - უკრაინას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერაში გამოიხატება. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე სამხედრო ბაზების მშენებლობაზე, რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, ბარიერებისა და მავთულხლართების მშენებლობაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. "სასაზღვრო ნიშნების" მონტაჟზე, უკანონო დაკავებებზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონებიდან გატაცების ფაქტებზე, ეთნიკური ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მშობლიური ენის სწავლების აკრძალვაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე. გიორგი მარგველაშვილმა კვლავ გამოხატა მზადყოფნა გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი ქმედებების განსაკუთრებულ საჭიროებასა და მნიშვნელობას გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და სუამის ფორმატებში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)