|
2017-07-18 11:11:04, 2581 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: დასავლეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების მიზეზი ხდება
„ნათელია, რომ ჩვენს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი, რუსეთის მხრიდან ამგვარი აგრესიული ქმედებების მიზეზი ხდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2017“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავაც რჩება საქართველოს განვითარების პროცესის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად. სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მავთულხლართების და ბანერების უკანონო დამონტაჟებას. ნათელია, რომ ჩვენს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი ხდება რუსეთის მხრიდან ამგვარი აგრესიული ქმედებების მიზეზი“,-აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველოს პროფესიულმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ მოიტანა ის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გარდამავალმა პერიოდმა ძალზე პროდუქტიულად ჩაიარა საქართველოსთვის. „მაისის თვეში ვაშინგტონში ჩემმა ვიზიტმა და შეხვედრებმა ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან, სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან, სხვა მინისტრებთან, კონგრესემენებთან და სენატორებთან კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გახლავთ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებსა და ჩვენი ქვეყნის შიდა განვითარების დღის წესრიგს. ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს უახლოეს მომავალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში სტუმრობა. 2016 წელს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატმა - „უორდროპის დიალოგმა" სტრატეგიული ფორმატის სახე შეიძინა“,-განაცხადა პრემიერმა.
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)