|
2017-07-17 16:32:03, 2193 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი სიგუა: GEM FEST-ის გახსნის პირველივე დღეებში 10 000-ზე მეტი ვიზიტორი მივიღეთ
„ჯემ ფესტის“-ის გახსნის პირველივე დღეებში ვუმასპინძლეთ 10 ათასამდე ვიზიტორს, საიდანაც 64% უცხოელი იყო, უკვე გვქონდა 48 შოუ 8 სცენაზე“,-- ამის შესახებ მუსიკალური ფესტივალის „ჯემ ფესტის“-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როგორც გიორგი სიგუამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, წელს პირველად მოხდა განმუხურის გარეთ, GEM FEST-ის გარე ტერიტორიის ათვისებაც, მათ შორის არის კუნძული მდინარე ენგურში, ასევე ჩინური სცენა ანაკლიის სანაპიროზე. „განმუხურში არის ქუჩები, სადაც ტურისტი იშვიათი იყო, ხოლო ახლა ჰოლანდიელებს და გერმანელებს აქვთ აღებული სახლები და ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო დრო გაატარონ. ძალიან დიდი ხალისი და სიცოცხლე ჩქეფს ანაკლიაში და განმუხურში, 100-ზე მეტი ობიექტია აშენებული. ხუმრობა არ არის, რომ სამეგრელოს სოფელ განმუხურში წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები, ინტენსიურად შენდება Guest House-ები და ახალი ობიექტები. ასე რომ, უკვე სამი დღეა დაიწყო ჩვენი მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი და გელოდებით ყველას ანაკლიასა და განმუხურში“ - აღნიშნა სიგუამ. „ჯემ ფესტი 2017“ განმუხურში 14 ივლისს დაიწყო და 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალზე 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის იქნებიან ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები. საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ღონისძიება და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები. „ჯემ ფესტის“ ტერიტორიაზე განთავსებულია დაცული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საბავშვო სივრცე, მოედნებითა და ატრაქციონებით. საფესტივალო ტერიტორიაზე მოქმედებს ევროსტანდარტების შესაბამისი კარვების ქალაქი, სადაც ერთდროულად 10 000 ადამიანი განთავსდება. კარვები, ისევე როგორც სხვა სანიტარული პირობები, წლევანდელ GEM Fest-ზე გაუმჯობესებულია. წელს ფესტივალზე ასევე გაზრდილია კვების და სავაჭრო ობიექტების რაოდენობა - ერთი თვის განმავლობაში სტუმრებს 30 ბარი, 15 რესტორანი, 40-მდე სწრაფი კვების და 50-მდე სხვა სავაჭრო ობიექტი მოემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ „ჯემ ფესტი“-ს ფარგლებში დასაქმებულია 2800-ზე მეტი ადამიანი. ფესტივალი მნიშვნელოვან როლს შეასრულების რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც. ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა ადგილობრივი მოსახლებისთვის - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ საოჯახო სასტუმროებისთვის ციფრული მარკეტინგის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რეკლამირების პაკეტების მიწოდების და ბიზნესის მართვის გაძლიერებისკენ მიმართული ტრენინგი გაიარეს. პროექტის შედეგად, დღეის მდგომარეობით, ანაკლია-განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა საცხოვრებელი სახლი დაჯავშნილი, ან გაყიდულია. ფესტივალზე სტუმრები ჩამოდიან როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, ამერიკიდან, ბრაზილიიდან და ა.შ. (NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)