|
2017-07-15 17:52:43, 2415 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ახალი ბანას სამონასტრო კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო, ისე საგანმანათლებლო კერა
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება, - ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას, რომელიც სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. პრემიერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამონასტრო კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო-სასულიერო, ისე - საგანმანათლებლო და კულტურული კერა. "ჩვენ შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი. დღევანდელი დღე ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გვირგვინთაგანი, რომლითაც აღინიშნება ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა. მას წელს უსრულდება აღსაყდრების 40 წლის და დაბადებიდან 85 წლისთავი; წელს ასევე ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ, თქვენო უწმინდესობავ, ეს ღირსშესანიშნავი, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე მთელი ჩვენი ერისთვის. ამდენი ადამიანის სიყვარული მინდა, მოგილოცოთ პირველ რიგში და ყველა თქვენგანს მივულოცო ამ უმნიშვნელოვანესი კომპლექსის მშენებლობის დასაწყისი", - მიმართა პრემიერმა მშენებლობის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას. ხაშური-სურამის ეპისკოპოსმა, მეუფე სვიმეონმა პატრიარქსა და პრემიერს საჩუქრად ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები გადასცა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)