|
2017-07-14 16:12:43, 906 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სარფი-კვარიათის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სანაპირო ზოლის აღდგენა-გამაგრების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის, სენაკი-ფოთი-სარფის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 58 მილიონ ლარზე მეტია. აქედან 33 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უკვე შესრულებულია. სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს. დასრულდა ქვის ცვენისგან დაცვის სამუშაოებიც. კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე გაკეთდა და ჩატარდა 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია. უკვე დასრულდა ორი 110 მეტრიანი სიგრძის საფეხურიანი კედელი. ხელოვნური პლაჟის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის (კვარიათი-სარფი) მშენებლობა ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებას, მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობას. სარფი-კვარიათის ნაპირსამაგრი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ზურაბ პატარაძე დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტს ეწვია და საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)