06:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 13:01:38, 3005 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კახიძე „ქართველთა მარშზე“: ეს რუსული მარშის „გრუზინსკი“ ვარიანტია და სათავეში ხელმოცარული პოლიტიკოსები უდგანან

პარტია "ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძის შეფასებით, დღეს დაგეგმილ "ქართველთა მარშს" სათავეში „რუსეთზე ორიენტირებული, ხელმოცარული პოლიტიკოსები უდგანან".

როგორც კახიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მარშის გამართვის უფლება ყველა მოქალაქეს აქვს, რომელსაც პროტესტის გრძნობა გააჩნია, თუმცა ამ შემთხვევაში პროტესტის მიზეზი მისთვის გაუგებარია.

დეპუტატი თვლის, რომ "ქართველთა მარში" საზოგადოებაში დიდ მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს. 

"მარშის გამართვის უფლება აქვს ყველა მოქალაქეებს, ვისაც რაიმე პროტესტი გააჩნია, მაგრამ ამ შემთხვევაში რას აპროტესტებენ აბსოლუტურად გაუგებარია. არანაირი არალეგალური მიგრანტების ნაკადი არ გვაქვს, როგორც ეს მდიდარ ქვეყნებში ხდება. აღმოსავლეთ ევროპელები არიან ძირითადად ისინი ვინც, ცდილობენ წავიდნენ განვითარებულ, მდიდარ ევროპულ ქვეყნებში. საქართველო ამ მიმართულებით ნამდვილად არ არის ამ ადამიანების სამიზნე. შესაბამისად ეს არის ჩვეულებრივი რუსული მარშის ასე ვთქვათ "გრუზინსკი" კალკი, ვარიანტი და ამას სათავეში რუსეთზე ორიენტირებული ხელმოცარული პოლიტიკოსები უდგანან. არ მგონია, ამან სერიოზული მხარდაჭერა ჰპოვოს საზოგადოებაში. ყოველთვის იქნებიან მცირე ჯგუფები, რომლებიც ამ ხაზს გაატარებენ. მთავარია, რომ ხელისუფლება არ იყოს მათი ხელშეწყობით დაკავებული და სამწუხაროდ ხელისუფლება ხშირად ხელს უწყობს, თანამშრომლობს პრორუსულ ძალებთან, ეპატიჟება მათ პოლიტიკაში, აფინანსებს პრორუსულ მედიას და ქმნის სასათბურე პირობებს ქვეყანაში, რომ ამგვარი მარშები და მსვლელობები გაიმართოს. ეს არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანი", - განუცხადა ოთარ კახიძემ "ექსპრესნიუსს".

შეგახსენებთ, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს „ქართველთა მარში“ გაიმართება. მსვლელობა 20:00 საათზე, 24-ე საჯარო სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება და მარჯანიშვილის მეტროსთან დასრულდება. როგორც „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორი, მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, მარშის მთავარი მიზანი საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების დეპორტაცია და საიმიგრაციო კანონის გამკაცრებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics