|
2017-07-13 20:40:37, 2577 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩის შეფასებით, მუხთარლის საქმისგან პოლიტიკურ სკანდალს ქმნიან
„ერთი კონკრეტული პირის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმისგან არასაჭირო სკანდალის შექმნა და ამის პოლიტიკურ პრობლემად წარმოჩენა არის აშკარა მცდელობა, რომ ძირი გამოეთხაროს ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში აზერბაიჯანის ელჩმა ელინ სულეიმანოვმა "ამერიკის ხმას" განუცხადა. როგორც მან განმარტა, ეს საზიანოა როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის მომავლისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის. კითხვაზე - იყო თუ არა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეში ჩართული ქართული მხარე, ელჩმა აღნიშნა, რომ მათ არ იციან რა მოხდა კონკრეტულად საზღვრის მეორე მხარეს, რადგან მათ მუხთარლი საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს და გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ საქმეში რამენაირად ჩართულია ქართული მხარე, ცხადია, საჭიროა გამოძიების გაგრძელება. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა ქართულ მხარეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვრის დამცველთა გაფრთხილების გარეშე და ესაა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა ელჩმა. სულეიმანოვის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს ისტორიულად კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ და ერთი კონკრეტული საქმის „პოლიტიკურ პრობლემად“ წარმოჩენა სკანდალის ხელოვნურად შექმნისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭების მცდელობას ჰგავს. თუმცა შეკითხვაზე: ვინ შეიძლება ცდილობდეს ამის გაკეთებას, ელჩი კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გამოძიების პასუხებს უნდა დაველოდოთ. „ვნახოთ, რას გვიჩვენებს გამოძიება, მაგრამ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭების ყველა მცდელობა უნდა იყოს უარყოფილი. ჩვენ ვართ მოძმე სახელმწიფოები, ძალიან დიდი ხანია, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ და ვართ მეზობლებზე მეტი - ვართ ძმები და დები, ეს პარტნიორობა კი უნდა გაღრმავდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - ამბობს ელინ სულეიმანოვი.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)