|
2017-07-13 14:59:18, 2729 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებთან. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა განათლების სფეროში თანამშრომლობას. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, გაზრდილის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. განსაკუთრებით საინტერესო ევროპელი ტურისტებისათვის ეკოტურიზმი და სოფლად ტურიზმია, რომელი მიმართულებების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ბათუმზე, როგორც საქმიანი ტურიზმის ცენტრზე, სადაც მსოფლიო დონის საერთაშორისო ღონისძიებები იმართება. სტუმრებს 2018 წელს ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის ბათუმში ჩატარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელშიც 170 ქვეყანა მიიღებს. ზურაბ პატარაძე უცხოელ სტუმრებს ესა ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ საპილოტე პროექტის შესახებ, რომელიც ხუთივე მუნიციპალიტეტში ახალი ლოჯისტიკური ცენტრების შექმნას გულისხმობს. შეხვედრაზე იან რეინჰოლდმა აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონი განვითარების წარმატებული მაგალითია ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EaP). აქ წარმატებით ხორციელდება რეფორმები და ინოვაციების დანერგვა. დაიგეგმა სამომავლოდ EaP -ის რეგიონებთან თანამშრომლობის გაზრდა და მეტი კავშირები მუნიციპალურ დონეზე. აჭარის დელეგაციამ მიიღო მიწვევა ესტონეთში აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნების ღონისძიებაზე დასასწრებად. განიხილეს ასევე შესაძლებლობა რეგიონის მეწარმეების ესტონეთის საერთაშორისო ფორუმში " Back to Business Forum" მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ურყევად უჭერენ მხარს საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში და მუდმივად გამოხატავენ მზადყოფნას, გაუზიარონ საქართველოს თავისი გამოცდილება ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრას აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩი იან რეინჰოლდი, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩი იონას პასლაუსკასი, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლატვია რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩი მარგერს კრამსი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში შვედეთის სამეფოს საგანგებო დავალებათა ელჩი ანა ვესტერჰოლმი ესწრებოდნენ, ხოლო აჭარის მთავრობიდან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი. აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებთან შეხვედრა ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპულ გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. (NS)
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)