|
2017-07-13 14:00:06, 3121 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება მსოფლიო
Foreign Policy: პუტინისა და ტრამპის შეხვედრის წინ რუსეთმა ქართული მიწის ნაწილი გადაყლაპა
ამერიკული ანალიტიკური გამოცემა Foreign Policy სტატიას აქვეყნებს სათაურით - "პუტინისა და ტრამპის შეხვედრის წინ რუსეთმა ქართული მიწის ნაწილი გადაყლაპა". როგორც სტატიაშია ნათქვამი, 7 ივლისს ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრამდე, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 10 ჰექტარი მიწის ოკუპაცია ჩუმად, ყველასთვის შეუმჩნევლად მოახდინა. სტატიის ავტორი ნოა ბაიონი წერს, რომ მცოცავი ოკუპაცია, როგორც ამ პროცესს ქართველები უწოდებენ, მხოლოდ საქართველოში შენიშნეს. "მსოფლიოს მასობრივი დუმილი კრემლისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ეს იყო რუსეთის გათვლა", - წერს ავტორი. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მიწის მორიგი ოკუპაცია მხოლოდ ერთმა ამერიკელმა შენიშნა. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა BBC-ის რადიოს პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და რუსეთი აგრესიის მორიგ ტალღას მხოლოდ იმიტომ ბედავს, რომ დასავლეთისგან სათანადო პასუხს ვერ იღებს. სტატიის ავტორი თვლის, რომ რუსეთი უკრაინაშიც ქართული სცენარის განმეორებას ცდილობს. „აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მსგავსად, უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის კონფლიქტი თუ გაიყინება, კრიზისის დეესკალაცია სულ უფრო არარეალური გახდება“, - წერს ბაიონი. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მაიკ პენსის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში ამერიკის მხარდაჭერას უსვამს ხაზს. თუმცა ეს ვიზიტი, ისევე როგორც, მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ დაგვიანებულია, რადგან როგორც ავტორი წერს, „დიდმა რუსეთმა პატარა საქართველო უკვე დაიპყრო და ოკუპაციას დღესაც მშვიდად განაგრძობს“. ამასთან, ავტორი წერს, რომ 2015 წელს გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ამერიკელი და ქართველი სამხედროების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებას გულისხმობს, ოფიციალურმა მოსკოვმა პროვოკაციად შეაფასა. ბაიონის თქმით, "2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა მას შემდეგ, რაც ოფიციალური თბილისი რამდენიმე სეპარატისტს გაუსწორდა". ავტორმა დასძინა, რომ ე.წ. საზღვარი არ არის მხოლოდ რამდნეიმე ფერმერის პრობლემა, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე ვერ გადადიან.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)