|
2017-07-11 18:41:33, 2327 ნახვა
კომენტარი
რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს წინააღმდეგ მცოცავი ოკუპაცია დაუშვებელია
ვაშინგტონის „ჰერითიჯის ფონდში“ რეგიონის როლი, პრობლემები, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. მთავარი თემები რეგიონის უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ენერგეტიკა იყო. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მცოცავი ოკუპაცია დაუშვებელია. „ვფიქრობ, შუა აზიაში და კავკასიაში შეერთებულ შტატებს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ინტერესები აქვს. ნათელია, რომ ამაში არა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები, ენერგომატარებლები და მინერალები იგულისხმება. სინამდვილეში, მსოფლიოში არასტაბილურობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა ამ რეგიონზე ფოკუსირდება და შეერთებული შტატები რამდენადაც მეტ მუშაობას შეძლებს ამ რეგიონის ქვეყნებთან, არა მხოლოდ დიდ სახელმწიფოებთან, როგორიც რუსეთი და ჩინეთია, არამედ შუა აზიის ხუთ და კავკასიის სამ სახელმწიფოსთან, უფრო მეტ საერთო ინტერესს აღმოვაჩენთ, მაგალითად ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ზოგიერთი ასეთი საერთო ინტერესის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა შეგვიძლია",- აღნიშნა რიჩარდ ნორლანმა. როგორც ნორლანდმა განაცხადა, საქართველოში ყოფნისას კარგად გაიაზრა "აბრეშუმის გზის" მნიშვნელობა, და რომ “აბრეშუმის გზის” მშენებლობა, თავად არის სტაბილურობის ფაქტორი. "როდესაც ავითარებ ეკონომიკურ კავშირს ჩინეთსა და ევროპას შორის, როცა დამაკავშირებელი რგოლები შუა აზიაზე და კავკასიაზე გადის, ნებისმიერი რამ, რაც ამ რგოლებს არღვევს, დესტაბილიზაციას იწვევს და ეს ამ გზაზე, არცერთი ქვეყნის ინტერესს არ პასუხობს. ჩვენ იმის მოწმე გავხდით, რომ რეგიონის ლიდერებმა “აბრეშუმის გზაში” არა მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობის და აყვავების, არამედ გეოპოლიტიკური სტაბილურობის საშუალებაც დაინახეს“, - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)