|
2017-07-11 16:03:44, 2487 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრმა ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესის მიმდინარეობის, წარმატებული რეფორმებისა და გამოწვევების თაობაზე, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის საკითხებსა და საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობაზე. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ეს არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებზე 12 ელჩის, ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ვიზიტი, რომლებიც ძალიან დიდი მხარდამჭერები არიან, როგორც საქართველოს ინტეგრაციის, ასევე ჩვენს ქვეყანაში რეფორმების გატარების თვალსაზრისით. ისინი დაესწრებიან 13-14 ივლისს, ბათუმის „საქართველოს ევროპული გზის“ კონფერენციას, სადაც გამართავენ უმაღლესი დონის შეხვედრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან. რა თქმა უნდა ვისაუბრებთ და დიდ დროს დავუთმობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტის საკითხებს",-განაცხადა მინისტრმა. მხარეებმა მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა სამიტის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკური და პრაქტიკული შედეგების მიღების მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და სტრატეგიული კომუნიკაცია. ამასთან, აღინიშნა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. სახელმწიფო მინისტრმა საგანგებო დავალებათა ელჩებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საგანგებო დავალებათა ელჩები მონაწილეობას მიიღებენ 13-14 ივლისს ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა”.
(NS)
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)