|
2017-07-10 17:57:00, 3376 ნახვა
სამართალი კომენტარი
თუბა ჩაბუქი: აგვისტოს ომის დროს, ჩემი მეუღლე შვებულებიდან დაბრუნდა - „ქართველ მეგობრებს გვერდში უნდა დავუდგეო“
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მეუღლე თუბა ჩაბუქი იმედოვნებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება არ მოხდება და იუსტიციის მინისტრი, ლტოლვილის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ჩაბუქმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მისი მეუღლე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს გვერდში ედგა, ახლა კი მას სჭირდება ამ ქვეყნის თანადგომა. მისივე თქმით, დაცვის მხარე საჭიროების შემთხვევაში ევროპულ სასამართლოს მიმართავს, თუმცა თუბა ჩაბუქი იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგამდე საქმე არ მივა. "არ მჯერა, რომ ჩემი ქმრის ექსტრადირება მოხდება. შეიძლება დრო დაგვჭირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ დავრჩებით საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ლტოლვილთა სამინისტროსგან განსხვავებით, იუსტიციის მინისტრი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ ევროპულ სასამართლოს, რადგან ეს ჩვენი ერთ-ერთი ბერკეტია, თუმცა მჯერა, რომ აქამდე საქმე არ მივა. 15 წელია ვცხოვრობთ საქართველოში. ჩემმა მეუღლემ უამრავი ბავშვი გაზარდა, აწყობდა საერთაშორისო ოლიმპიადებს, ცდილობდა საქართველოს სახელი ყველგან, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაეტანა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შვებულებაში ვიყავით წასულები, თუმცა როგორც კი გაიგო თუ რა ხდებოდა საქართველოში, უკან დავბრუნდით. თქვა, რომ "ჩემს ქართველ მეგობრებს გვერდში უნდა დავუდგეო". 2015 წლის სტიქიის დროს, რამდენიმე დღის განმავლობაში ყველასთან ერთად გარეთ იყო, მერიის წარმომადგენლებთან ერთად საჭმელი მიჰქონდა მოხალისეებისთვის. მაშინ როგორც დაუდგა ჩემი მეუღლე ქართველ ხალხსა და მთავრობას, დღესაც იმედი მაქვს, რომ ისინი დაუდგებიან ახლა მას გვერდით. ის უდანაშაულოა, თურქეთის ციხეებში კი, საშინელი ვითარებაა. არანაირი სტანდარტი არ აქვთ დაცული. ბოლო პერიოდის განმავლობაში იმდენი ადამიანი დააკავეს, რომ ადგილებიც კი აღარ აქვთ. პატიმრებს საშინლად ექცევიან, წამლებსაც კი არ აძლევენ", - განაცხადა ჩაბუქმა. რაც შეეხება მუქარის შემცველ წერილებს, ჩაბუქის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი შინაარსის წერილები გახშირდა. "როდესაც ჩემი მეუღლე დააკავეს, მას შემდეგ მუქარის წერილებს ვიღებდი. განსაკუთრებით მსგავსი ტიპის წერილები მაშინ გახშირდა, როცა დაინახეს, რომ ჩემ მეუღლეს ბევრი ქართველი დაუდგა გვერდში, როდესაც დაინახეს, რომ მისი ექსტრადირება ამ ეტაპზე არ ხდება. მემუქრებიან მე, ჩემ შვილებს და ძალიან მეშინია. შეტყობინებებში მწერენ, რომ უნდა გამოიგზავნოს აქ ბრიგადა და რომ ჩვენი ადგილი არის საფლავში. თუ ჩემი მეუღლის ექსტრადირება მაინც მოხდა, მომიწევს მასთან ერთად თურქეთში გამგზავრება. ამ შემთხვევაში, საფრთხე არა მხოლოდ მას, არამედ მეც და ჩვენ შვილებსაც ემუქრება", - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)