|
2017-07-08 11:44:32, 2610 ნახვა
მსოფლიო
რექს ტილერსონი: შეხვედრის დროს, ტრამპი ცდილობდა, პუტინი წნეხის ქვეშ მოექცია
ამერიკის შეერტებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე სცადა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წნეხის ქვეშ მოექცია, - ამის შესახებ ტილერსონმა პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ტილერსონმა აღნიშნა, პუტინმა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის და კიბერტავდასხმის ფაქტი უარყო. "დისკუსია იყო ცოცხალი და ხანგრძლივი", - დასძინა ტილერსონმა. სახელმწიფო მდივნის თქმით, შეხვედრის დროს პრეზიდენტებმა უკრაინის კრიზისსა და სირიის კონფლიქტს დიდი დრო დაუთმეს. „ეს პირველი შემთხვევაა, როცა სირიასთან მიმართებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ერთად მუშაობა შეუძლიათ. დიდხანს ვისაუბრეთ სირიაში მიმდინარე ძალადობრივ პროცესებზე. დეესკალაციისთვის ერთად მუშაობა აუცილებელი პირობაა. ამერიკა "ისლამურ სახელმწიფოს" მალე გაანადგურებს, ახლა დროა რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს სირიელი ხალხის წინაშე და პოლიტიკურ პროცესებში ჩვენთან ერთად ჩაერთოს“, - განაცხადა რექს ტილერსონმა. მისივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, კიბერუსაფრთხოებასა და იმ ორმხრივ საკითხებს, რის ირგვლივაც რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, კითხვები დაგროვდა. "ორივე ლიდერმა საერთო ენა ძალიან მალე გამონახა. ძალიან კარგად იგრძნობოდა დადებითი ქიმია", - აღნიშნა ტილერსონმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრას პრეზიდენტების გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თარჯიმნები ესწრებოდნენ. წინასწარ გაცხადებული 30 წუთიანი შეხვედრის ნაცვლას, ლიდერების დიალოგი 2 საათი და 15 წუთი გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ლიდერს მედიასთან კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ არ გაუკეთებია. ამასთან, ბრიფინგი რექს ტილერსონმა და სერგეი ლავროვმა გამართეს და შეხვედრის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. როგორც დასავლური მედია წერს, "დიდი ოცეულის" ორგანიზატორები დამწუხრებულები არიან, რადგან მიუხედავად სერიოზული საკითხებისა, რომლებიც სამიტის ფარგლებში განიხილება, მსოფლიო მედია "მხოლოდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრით იყო დაინტერესებული" - "ALL EYES ON TRUMP AND PUTIN" (ყველა თვალი ტრამპსა და პუტინზეა), სწორედ ეს ფრაზა ფიგურირებდა გუშინ მსოფლიო მედიაში, მთელი დღის განმავლობაში.
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
ადვოკატი: შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყაველაშვილს შეწყალება სთხოვოს
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)