18:02 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-24 16:49:55, 320 ნახვა

პოლიტიკა
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს

რუსეთმა, ასევე თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა, საქართველოსგან ძალის გამოყენების წინააღმდეგ იურიდიულად სავალდებულო გარანტიები მოითხოვეს.

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მრჩევლის, კონსტანტინ კოჩიევის შეხვედრის დასკვნით პრესრელიზში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ 23 სექტემბერს მოსაზრებები გაცვალეს:

„დადასტურდა ერთობლივი ვალდებულება, გააგრძელონ ერთობლივი ქმედებების მჭიდრო კოორდინაცია IDS [საერთაშორისო დისკუსიები კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ] ფორმატში, მათ შორის ნოემბერში დაგეგმილი შემდეგი რაუნდისთვის მოსამზადებლად. ხაზგასმული იყო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტი.

მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი დარწმუნებულები არიან, რომ ამ ფუნდამენტური პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების გარეშე, რომ თბილისი არ გამოიყენებს ძალას ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ, ასევე საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და მათი შემდგომი დემარკაციის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
ადვოკატი: შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყაველაშვილს შეწყალება სთხოვოს
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics