|
2017-07-06 12:45:27, 2521 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: წინა ხელისუფლების სურვილის მიუხედავად, კალაძე მათ მხარეს ყოფილიყო, ის დაჩაგრული ადამიანების გვერდით დადგა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში კახი კალაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია. მან მედიასთან დღეს კახი კალაძის საქმიანობა შეაჯამა და მის პიროვნულ მახასიათებლებზე ისაუბრა: “კახი კალაძე იყო წარმატებული თავის კარიერაში ყველა ეტაპზე და ყველა სფეროში, სადაც იყო. ის არის, შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელიც 2-ჯერ არის ევროპის თასის მფლობელი თავის გუნდთან ერთად. კახი კალაძე იყო უაღრესად წარმატებული როგორც პოლიტიკოსი და მასთან ერთად მოვიპოვეთ გამარჯვება 2012 წელს, უაღრესად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გამარჯვება ქვეყნის ისტორიაში. კახი კალაძე იყო ყველაზე წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი, ვინც კი ჰყოლია ამ სფეროს, ენერგეტიკის სამინისტროს არსებობის სფეროში ყველაზე მეტი ინვესტიცია სწორედ მის პერიოდში შემოვიდა და ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, თუმცა, ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა ღირსების მხარეს და ყოველთვის იყო წარმატების და ღირსების განსახიერება და ფორმულა. გავიხსენებ იმ წლებს, წინა ხელისუფლების პერიოდს, როდესაც ძალიან დიდი სურვილი იყო მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომ კახი ყოფილიყო მათ მხარეს, ეს ადამიანი დადგა დაჩაგრული ადამიანების მხარეს, იმ ადამიანების მხარეს, რომლებსაც უსამართლოდ ექცეოდა ხელისუფლება. კარგად მახსოვს, როცა მე შემხვდა, სახალხო დამცველი ვიყავი და ვისაუბრეთ უკანონოდ დაკავებულ ადამიანებზე, რამდენად მკაფიო და ნათელი იყო მისი პოზიცია მაშინვე. როდესაც 2011 წელს ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მივიდა ბიძინა ივანიშვილთან, ეს იყო მკაფიო სიგნალი იმისა, რომ გამარჯვება იყო გარდაუვალი, იმდენად დიდი ენერგეტიკა შეიქმნა იმ ორი ადამიანის ერთად დგომით და დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ კახი გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს პირველივე ტურში და ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თბილისის მერი, ვინც კი ჰყოლია ამ ქალაქს მერი დაწყებული მე-19 საუკუნიდან“,-განაცხადა სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახი კალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძე მინისტრის რანგში სხდომას ბოლოჯერ დაესწრო. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მას არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს. კახი კალაძე „ქართული ოცნების“ გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)