|
2017-07-05 13:25:37, 2596 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი საკონსტიტუციო პროცესის შეჩერებას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმის ლეგიტიმაციისათვის საკონსტიტუციო პროცესის შეჩერებას ითხოვს - აღნიშნული გზავნილით მივიდა დღეს საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს, არასამთავრობო სექტორის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატების შეკრებაზე, რომელიც „2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმას" შეეხებოდა. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიმართავს მმართველ ძალას, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის ლეგიტიმაციისათვის საჭიროა, დიალოგის, კონსენსუსისა და თანხმობის სივრცის შექმნისაკენ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით ფორსირებულ რეჟიმში მიღებისა, საკონსტიტუციო პროცესის შეჩერება კონსენსუსის მისაღწევად დიალოგისათვის სივრცეს გააჩენს. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ მცდელობა კონსენსუსისაკენ გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულებების განსაზღვრისათვის. „საერთაშორისო შეფასებების შემდგომ არავინ დაობს იმაზე, რომ დღეს მივიღეთ კონსენსუსისაგან დაცლილი, დაბალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი. ამიტომ უნდა გაჩერდეს ის, რაც აქამდე იყო და უნდა დაიწყოს დიალოგის ახალი ფორმატი, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგარ მოთხოვნებს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა, რომ საარჩევნო წელს არ იყო მიზანშეწონილი ,,საარჩევნო კოდექსისა" და ,,თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში" ცვლილებების მიღება, ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა და ერთობლიობაში, საკონსტიტუციო პროცესის პარალელურად აღნიშნული კანონმდებლობის ცვლილებები ქვეყანაში პოლიტიკურ გარემოს გააურესებს. „არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, რომ პროცესები წავიდეს ანტაგონიზმის, დაპირისპირების, პოლარიზაციის მიმართულებით და არა რეალური მრავალპარტიულობის დამკვიდრების კუთხით. თუ გვინდა, რომ დიალოგისაკენ გადაიდგას ნაბიჯები, დღეს ამოცანაა, რომ პროცესი გაჩერდეს. ოპოზიციას ყოველთვის ჰქონდა ჯანსაღი დამოკიდებულება დილოგის რეჟიმის მიმართ, რომელიც მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა. მმართველ პარტიას კონსენსუსი ესმის, როგორც საკუთარ პოზიციაზე დათანხმება, რაც ასე არ არის - კონსენსუსი გულისხმობს დიალოგს და დიალოგის პროცესში შეთანხმებისაკენ ნაბიჯების გადადგმას", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)