|
2017-07-04 14:34:38, 2546 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
ბათუმის ახალი ვიდეორგოლი უკვე Euronews-ზე ტრიალებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო. ამჯერად, კლიპი მხოლოდ ბათუმსა და ბათუმელებზეა, სადაც სრულადაა ასახული ქალაქისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიშან-თვისებები. ვიდეო-რგოლი აჭარის სხვა ახალ საიმიჯო კლიპებთან ერთად უკვე ევრონიუსის ეთერში ტრიალებს. სამი თვის განმავლობაში რეგიონის 16-ვე სამიზნე ქვეყანაში პოტენციური ტურისტები ნახავენ და შეიგრძნობენ თუ როგორია საქართველო, აჭარა და ბათუმი თავისი საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებით. „ვიდეო რგოლი კარგად ასახავს ბათუმის ყოველდღიურობას და მისი, როგორც ქალაქის ტრადიციულ თვისებებს. ყოველწლიურად, ბათუმს ტურისტები ათეულობით ქვეყნიდან სტუმრობენ და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც მათ ბათუმში იზიდავთ არის ქალაქის ის თვისებები, რომელიც საშუალებას აძლევთ თავი სტუმართმოყვარე გარემოში უსაფრთხოდ, დაცულად და თავისუფლად იგრძნონ. ჩვენ აღნიშნულ ვიდეორგოლში შევეცადეთ გვეჩვენებინა ბათუმი ზუსტად ისეთი როგორიც ისაა სინამდვილეში: რომანტიკული, ენერგიული, კონტრასტული, უსაფრთხო, თანამედროვე და ტოლერანტული. ყველაფერი ეს უკვე დიდი ხანია ბათუმის ტრადიციად ქცეული ყოველდღიურობაა. სარეკლამო კომპანია Look production-ის გუნდმა ვფიქრობ 60 წამში ზედმიწევნით ზუსტად მოახერხა გადმოეცა ბათუმი ისეთი როგორიც ის სინამდვილეშია, რის გამოც ასე ძალიან უყვართ და მოსწონთ იგი“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ახალ კლიპზე საუბრისას. ბათუმის ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION- მა გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს ჯამში, რეგიონის 4 საიმიჯო ვიდეოკლიპი გადაიღო. (NS)
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)