|
2017-07-04 14:27:19, 2170 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ბანერების დადგმა ძალიან სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას
„საოკუპაციო ძალის მიერ ბანერების დადგმა და სხვა მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ უსაფრთხოების გარემოს ძაბავს და ქმნის რისკებს ამ მიმართულებით, არამედ ძალიან სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, მისი აპარატის წარმომადგენელი უკვე გაემგზავრა ადგილზე ვითარების დეტალურად გასაცნობად "აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი მოძრაობა, როგორსაც, სამწუხაროდ, რეგულარულად აქვს ადგილი 2009 წლიდან. ჩვენი აპარატის წარმომადგენელი უკვე გაემგზავრა ადგილზე ვითარების დეტალურად გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად. რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. გასულ წელს მე პირადად ვიყავი ჩასული მოსავლის აღების პერიოდში სწორედ ამ ადგილზე, ვიცნობ ჩილინდარაშვილებს და ხოდელსაც და მაშინ დიდი ძალისხმევით მოვახერხეთ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ნაკვეთზე ერთ-ერთმა მოსახლემ აიღო მოსავალი. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ამ მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების სრულად დემონტაჟია და ვიდრე ამ სტრატეგიულ მიზანს მივაღწევთ, ვმუშაობთ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრაზე, რათა მოსახლეობას მიეცეს მიწებზე წვდომის საშუალება. ამჯერადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით გავააქტიურებთ „ცხელ ხაზს“, რომელიც ინციდენტებზე რეაგირების ყველაზე სწრაფი საშუალებაა. ასევე, ამ საკითხს დავაყენებთ მომდევნო კვირაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში. ამასთან, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი საკითხი, ყველა შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობისთვის მიწებზე წვდომა და მოსავლის აღების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი მთავარი თემა. ვერ ვიტყვი, რომ საოკუპაციო ძალა ხშირად კონსტრუქციულობით გამოირჩევა, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ძალისხმევის მობილიზებით მოხერხდება, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები", - განაცხადა მინისტრმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)