|
2017-06-30 19:10:37, 2486 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: თუ პარტიები ამ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, რა თქმა უნდა, არანაირი კონსენსუსი არ იქნება
„ჩვენ მივიღეთ ცვლილება საარჩევნო სისტემის შესახებ, რომელიც არ მიიღო არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, უბრალოდ გადავადდა ერთი არჩევნებით“,-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, წინადადებების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიებისგან მოდიოდა, გათვალისწინებულია. „ქართულ ოცნებაში“ არის 6 პოლიტიკური პარტია, მაგალითად, „კონსერვატიულ“ პარტიას დანარჩენი პარტიების 70-90% რომ შეკრიბო იმდენი წევრი ჰყავს და ისეთი საარჩევნო ისტორია აქვს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ „მწვანეთა პარტიაზე“ და ჩვენს სოციალ-დემოკრატებზე. დიალოგი არის აუცილებელი, კონსენსუსი არის აუცილებელი, ოღონდ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ კონსენსუსი მხოლოდ ერთი მხარის ლაპარაკს ნიშნავს. აბსოლუტური უმრავლესობა წინადადებების, რომლებიც მოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიებისგან არის გათვალისწინებული.ჩვენ მივიღეთ ცვლილება, საარჩევნო სისტემის შესახებ, რომელიც არ მიიღო არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, უბრალოდ, გადავადდა ერთი არჩევნებით. მხოლოდ ამაზეა ლაპარაკი და ამის გამო, პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოაცხადა და პარლამენტის სხდომებს არ ესწრებიან. თუ ამ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, რა თქმა უნდა, არანაირი დიალოგი და არანაირი კონსენსუსი არ იქნება. თუ წამოვლენ დიალოგზე ეს იქნება ძალიან კარგი.არსებული სისტემით მოვიგეთ ჩვენ არჩევნები, როცა ვიყავით ოპოზიციაში. ასე რომ, თუ ვინმეს აქვს ხალხის მხარდაჭერა ამ სისტემაშიც ისევე თავისუფლად შეუძლია მოგება, როგორც ჩვენ მოვიგეთ 2012 წელს. ისევე თავისუფლად შეუძლიათ ბრძოლა, როგორც, რამდენიმე თვის შექმნილი პარტიით, 100%-ით მაჟორიტარულ სისტემაში, მაკრონმა მიიღო აბსოლუტური უმრავლესობა ხმებისა საფრანგეთში. ასე რომ, სისტემა არ კეტავს შანსს იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, ვისაც მხარდაჭერა აქვს და ვისაც მხარდაჭერა არ აქვს, ვერ გააცოცხლებს ვერანაირი საარჩევნო სისტემა. მაგალითად რა საარჩევნო კოდექსმა უნდა უშველოს დავითაიას პარტიას? რა საარჩევნო სისტემა უნდა შევქმნათ ასეთი?“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. (NS)
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)