|
2017-06-30 18:31:50, 1962 ნახვა
ეკონომიკა
ვაშინგტონში სატრანსპორტო ფორუმი ,,Trans Caspian East-West Trade and Transit Corridor” გაიმართა
ვაშინგტონში, საქართველოს საელჩომ, აზერბაიჯანის, თურქეთის ყაზახეთის, ავღანეთისა და თურქმენეთის საელჩოებთან ერთად, ასევე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის თანამონაწილეობით, მეორე ყოველწლიური სატრანსპორტო ფორუმი - ,,Trans Caspian East-West Trade and Transit Corridor” გამართა. ფორუმის ოფიციალური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა იყო. აღნიშნული დერეფანი ერთმანეთთან ცენტრალურ აზიას, კასპიისა და შავი ზღვის სტრატეგიულ რეგიონებს აკავშირებს. ამ დერეფნით აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ევროპის მიმართულებით ტვირთის ეფექტურად გადაზიდვა ხორციელდება. ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ,,Trans Caspian East-West Trade and Transit Corridor”-ის განვითარებაში. მისი თანამშრომლობა დერეფანში შემავალ ქვეყნებთან ერთად განვითარდა და სტრატეგიულ პარტნიორობად იქცა. ამჟამად მიმდინარეობს ისეთი რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების განვითრება, როგორებიცაა C5+1 სატრანსპორტო დერეფნი (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და აშშ), ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვადასხვა პროტების განვითრება, რომელთა საერთო ღირებულება 50 მილიარდ დოლარს აღემატება. ეს პროექტები უკვე უზრუნველყოფენ დამატებით ბიზნეს შესაძლებლობებს, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდას, რაც ამერიკულ კომპანიებს ტვირთის ეფექტურად გადაზიდვის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული ფორუმი, აზიასა და ევროპაში მოქმედი მსხვილი ამერიკული კომპანიებისათვის, ახალი სატრანზიტო მარშრუტის შეთავაზებასა და რეგიონში არსებული კომერციული პოტენციალის გაცნობას ისახავდა მიზნად. ტრანს-კასპიური დერეფნის გასწვრივ რეგიონალური სატრანსპორტო ქსელის გაფართოვება, ახალ შესაძლებლობებს აძლევს ტრანს-კონტინენტალურ გადაზიდვებსა და ინოვაციურ მომსახურებას. ავღანეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, თურქეთი და თურქმენეთი - ეს არის დაახლოებით 150 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი და ეს ქვეყნები მზად არიან მიიღონ მორგებული და ინტეგრირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ტვირთის ეფექტურ გადაზიდვას ხელს შეუწყობს. ,,Trans Caspian East-West Trade and Transit Corridor”-ის ფორუმი პრაქტიკული გამოვლენაა ტრანს-კასპიური ქვეყნების ერთობლივი სურვილისა შეიქმნას დერეფანი ეფექტური პირობებით. ფორუმის მონაწილეებმა ამერიკის ბიზნესის, პოლიტიკური და ექსპერტთა წრეების, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენელებისათვის საკუთარი ქვეყნების ინფრასტრუქტურული, ბიზნეს საინვესტიციო, სავაჭრო და სატრანზიტო შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ვაშინგტონში გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს რკინიგზის ფილიალ ,,სამგზავრო გადაყვანების“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ელდარ ფერცულიანმა. მან საქართველოს რკინიგზის სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრა. ელდარ ფერცულიანმა ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დასრულების შემდეგ რკინიგზას მიეცემა. სამგზავრო გადაყვანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პრეზენტაციამ - ,,საქართველოს რკინიგზის სატრანზიტო პოტენციალი“, მოწვეული სტუმრების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. ფორუმის მსვლელობისას, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლებისათვის პრეზენტაციები, მსოფლიო ბანკში კი დახურული მრგვალი მაგიდა გაიმართა.
(NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)