|
2017-06-30 11:07:47, 2075 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველო საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ცენტრად იქცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში დაგეგმილ 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატს გამოეხმაურა. ტურნირი საქართველოში 2-15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. პრემიერმა სპორტის სამინისტროსა და სფფ-ს ჩემპიონატის წარმატებით ჩატარება უსურვა და ტურნის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „საქართველოში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ვიწყებთ ფეხბურთში. ჩემპიონატი ჩატარდება 2-დან 15-ივლისამდე. ძალიან მიხარია, რომ საქართველო იქცა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ცენტრად. წელს ჩვენ ჩავატარეთ ძალიან წარმატებულად რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, ახლა ჩვენ ვატარებთ 19-წლამდე ასაკის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს, სადაც 8 გუნდი და მათ შორის ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები გადის. მინდა წარმატება ვუსურვო როგორც ჩემპიონატს ჩვენ საფეხბურთო გუნდს. წარმატება მინდა ვუსურვო სპორტის სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციას, რომ ეს ტურნირიც, როგორც არაერთი ტურნირი, იყოს მაღალ დონეზე შეფასებული როგორც სპორტსმენების, ასევე მსოფლიოს სპორტული საზოგადოების მიერ. ვფიქრობ, რომ ასეთი ტურნირები ხელს უწყობს სპორტის განვითარებას. ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდში დიდი წარმატებების კასკადი ბოლო ჩვენი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ტურნირი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს საქართველოს, როგორც საინტერესო ქვეყნის წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)