|
2015-04-21 10:36:28, 817 ნახვა
სამართალი
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება შესაძლოა, ცალკე დასჯადი გახდეს
ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოატიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა და გადაზიდვა მათი უკანონო გასაღებისგან გაიმიჯნება. ცვლილებას „სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პალამენტშია უკვე ინიცირებული. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა კვლავ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. თუ ეს ქმედებები, ჩადენილი იქნება: დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, ან განმეორებით, დამნაშავე ნაცვლად შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე. ხოლო, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე. ამ ნივთიერებების დიდი რაოდენობით გასაღების შემთხვევაში, ან თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, ან მის მიერ, ვისაც მსგავსი ქმედებები წინათ აქვს ჩადენილი, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოატიური ნივთიერებების განსაკუთრებული დიდი ოდენობით დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების შემთხვევაში, ან თუ დანაშაული ჩადენილი იქნება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ამ შემთხვევაში, ნარკოტიკული და მისი მსგავსი ნივთიერებების უკანონო გასაღების და უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნის გამოჯვნა აღარ მოხდა. რადგან, როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „განსაკუთრებით დიდი ოდენობა“ ის ოდენობაა, რომელიც საკმარისზე მეტია მოხმარებისთვის, ხოლო საკმარისი ოდენობაა მისი უკანონო გასაღებისთვის. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)